png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისის მერია მზად არის, ერთ-ერთი მოედნისთვის "უკრაინის გმირების" სახელის მინიჭებაზე იმუშაოს - უკრაინის საელჩო

  • საზოგადოება
  • 07.04.2022
  • 19:00
თბილისის მერია მზად არის, ერთ-ერთი მოედნისთვის "უკრაინის გმირების" სახელის მინიჭებაზე იმუშაოს - უკრაინის საელჩო

თბილისის მერია მზად არის, ერთ-ერთი მოედნისთვის "უკრაინის გმირების" სახელის მინიჭებაზე იმუშაოს - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვისა და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრაზე იმსჯელეს.

"შეხვედრაზე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარების გადაუდებელი საკითხები, საქართველოს სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნა, ასევე კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციისთვის ფინანსური დახმარება.

კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია საკრებულოსთან თანამშრომლობით მზად არის, იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის "უკრაინის გმირების" სახელის მინიჭების საკითხზე.

უკრაინულმა მხარემ მადლობა გამოხატა თბილისის მერიის მიერ უკრაინისთვის 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის (საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ტანსაცმელი და ა.შ.)", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge