png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს ფოსტა “Post Europ”- ის სხდომაზე სპიკერად წარსდგა

  • მსოფლიო
  • 08.04.2022
  • 12:05
საქართველოს ფოსტა “Post Europ”- ის სხდომაზე სპიკერად წარსდგა

"ვამაყობ, რომ საქართველოში, მთელი ქვეყანა, საჯარო და კერძო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები, გაერთიანდნენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით. „საქართველოს ფოსტამ“, როგორც ეროვნულმა ოპერატორმა,  თავის მხრივ, უზრუნველყო ჰუმანიტარული გზავნილების გაგზავნა უკრაინელი ხალხისთვის, ასევე, ფიზიკურ პირებს მისცა საშუალება გამოეხატათ თანადგომა და უსასყიდლოდ გაეგზავნათ ამანათები დაზარალებულებისათვის,“ - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ევროპის საფოსტო კავშირის „PostEurop“ - ის ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინაში, საომარი ვითარების ფონზე, საფოსტო ოპერატორების მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული მისიების განხილვასა და შემდგომი ქმედებების შემუშავებას.  

სხდომას 38 წევრი ქვეყნის ეროვნული ოპერატორის აღმასრულებელი დირექტორი დაესწრო. ევროპის საფოსტო ორგანიზაციამ მოხსენებისთვის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორის წარმომადგენელი მიიწვია, მათ შორის, იყო საქართველო, ბელგია, ირლანდია, ესტონეთი, პოლონეთი, უნგრეთი, მოლდოვა. 
 
ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, “საქართველოს ფოსტას”, ბევრი სხვა ქვეყნის საფოსტო ოპერატორების მსგავსად უკრაინაში კონფლიქტის დაწყების დღიდან დღემდე, არ შეუჩერებია ფოსტის ცვლა უკრაინის მიმართულებით. მეტიც, სწორედ საფოსტო ოპერატორები იყვნენ პირველები, რომლებმაც გამოხატეს უპრეცედენტო სოლიდარობა და უზრუნველყვეს ჰუმანიტარული გზავნილების მიწოდება კრიზისულ ზონებში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და გაიგზავნა. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“ 28 თებერვლიდან დღემდე, ფიზიკური პირებისგან იღებს და უსასყიდლოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge