png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდა

  • ეკონომიკა
  • 20.02.2016
  • 13:34
რუხში მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი აშენდა

სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა- რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გაზაფხულზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ევროპული სტანდარტების მქონე ცენტრი დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.

15 მილიონ ლარამდე ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. 10 შენობიანი კომპლექსი 10 000 კვადრატულ მეტრს იკავებს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო კომპლექსი იქნება ახალი სიტყვა რეგიონში, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით.

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრში შემოსასვლელად ემზადებიან როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები.

ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო   300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი გაჩნდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge