png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა - საქართველოს ელჩი უკრაინაში

  • საზოგადოება
  • 10.04.2022
  • 16:47
დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა - საქართველოს ელჩი უკრაინაში

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლების რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ამის შესახებ ზაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, დაშავებულებს კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

„დაჭრილები, რამდენადაც ვიცით, არის საერთო ჯამში რვა. მათგან ერთი შედარებით მძიმედ. დანარჩენი მეტ-ნაკლებად მსუბუქად. საავადმყოფოში იყვნენ ყველა და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. საუბარია იმაზე, სად მოხდეს მათი გადაყვანა ან დარჩენა. შესაბამისად, ეს პროცესი მიმდინარეობს და ვერაფერს გეტყვით, სად და როგორ განხორციელდება ან მათი გადაყვანა, ან ცხედრების გამოყვანა ისეთ ადგილას, საიდანაც მოხერხდებოდა მათი გადმოსვენების პროცესის დაწყება“,- აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.

რაც შეეხება გუშინ, ხარკოვის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებებისას მოკლულ ორ ქართველ მებრძოლს, საელჩოს ცნობით, ცხედრები ამ დროისათვის ისეთ ტერიტორიაზეა, საიდანაც მათი სამშობლოში გადმოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

„ზუსტად ვერ გეტყვით, როდის მოხდება უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამშობლოში გადმოსვენება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოხერხდება ცოტა უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ცხედრების. შესაბამისად იმის მიხედვით დალაგდება დანარჩენი მარშრუტი. ამიტომ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. რამდენადაც ვიცით, მათი თანამებრძოლები ცდილობენ გამოყვანას, სადაც უკვე ჩაერთვება შესაბამისი სამსახური და წამოიყვანს საქართველოსკენ. ვიდრე არ იქნება გამოყვანილი ცხედრები უსაფრთხო ადგილზე, დროს და მარშრუტს ვერ გეტყვით“,- აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge