png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

არის თუ არა მიზანშეწონილი, „არასათანდო“ ვუწოდოთ მეგობარ ქვეყანაში მიწვევას, მისი გასაჭირისა და მწუხარების გაზიარებას ან მხარდაჭერის გამოხატვას? - სტეფანჩუკი პაპუაშვილს

  • პოლიტიკა
  • 11.04.2022
  • 10:32
არის თუ არა მიზანშეწონილი, „არასათანდო“ ვუწოდოთ მეგობარ ქვეყანაში მიწვევას, მისი გასაჭირისა და მწუხარების გაზიარებას ან მხარდაჭერის გამოხატვას?  - სტეფანჩუკი პაპუაშვილს

არის თუ არა მიზანშეწონილი, „არასათანდო“ ვუწოდოთ მეგობარ ქვეყანაში მიწვევას და მისი გასაჭირისა და მწუხარების გაზიარებას ან მხარდაჭერის გამოხატვას? - უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პასუხობს, რომელმაც ბუჩაში მიწვევას „არასათანადო“ უწოდა და იქ ჩასვლაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელები, მამაცები და თავდადებული მეომრები არიან. ბევრი მათგანი დღეს უკრაინის დამცველების გვერდით დგას და იცავს უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან, ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი იდგა ქართველების გვერდით 2008 წელს იმავე რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც ხელყო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი ტერიტორიის ნაწილი გადაყლაპა და ხალხი დახოცა.

რუსეთთან თქვენი დაპირისპირების პირველივე დღეებიდან უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს: როგორც პოლიტიკურ, ასევე საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების („ბუკ“, „ოსა“) წყალობით, თქვენ იცავდით თქვენს ცას. მაგრამ ჩვენ არ ვზომავთ მხარდაჭერის ზომებს. მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. და ყველა, ვინც ასეთ დახმარებას უწევს, მოქმედებს ისე, როგორც მას საშუალებას აძლევს გარემოებები, სინდისი და ვალის შეგრძნება.

ერთადერთი, რაც მიუღებელი უსიამოვნების განცდას მიჩენს, არის შეკითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი, „უადგილო“ ვუწოდოთ მეგობარ ქვეყანაში მიწვევას და მისი გასაჭირისა და მწუხარების გაზიარებას ან მხარდაჭერის გამოხატვას? ვფიქრობ, მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე. ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკობდა დიდი შოთა რუსთაველი: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, – წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge