png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ფინეთი და შვედეთი, 2022 წლის ზაფხულში, შესაძლოა, ნატოს შეუერთდნენ

  • მსოფლიო
  • 11.04.2022
  • 13:03
ფინეთი და შვედეთი, 2022 წლის ზაფხულში, შესაძლოა, ნატოს შეუერთდნენ

ფინეთი და შვედეთი შესაძლოა ნატოს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდნენ. იტყობინება ბრიტანული გამოცემა The Times-ი ამერიკის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

გამოცემის წყაროს თქმით, ამ ორი სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანება იყო მოლაპარაკებების და მრავალი შეხვედრის მთავარი საგანი გასულ კვირას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრია დროს, რომელშიც შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობდნენ.

მოსალოდნელია, რომ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის ფონზე, ფინეთმა შესაძლოა ნატოში გაწევრიანების განაცხადა ივნისში გააკეთოს, ხოლო შვედეთმა ოდნავ მოგვიანებით.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა The Times-თან ინტერვიუში რიტორიკულად იკითხა, იყო თუ არა ეს მოვლენა "პუტინის უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა".

თუ ფინეთი ნატოში გაწევრიანდება, ალიანსის ქვეყნებს შორის, მას რუსეთთან ყველაზე გრძელი საზღვარი ექნება - 1340 კილომეტრი. ფინეთისა და რუსეთის საზღვარი სანკტ-პეტერბურგიდან მხოლოდ 200 კილომეტრითაა დაშორებული.

უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება. 

ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. თანხმობის მიცემის შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი იწვევს კანდიდატ ქვეყანას ნატოში გასაწევრიანებლად. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მზად არიან მიიღონ ფინეთი და შვედეთი ალიანსის რიგებში.

8 აპრილს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არ იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge