png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მით უფრო ომში მყოფ მოძმე ერს - გიორგი ხოჯევანიშვილი

  • პოლიტიკა
  • 12.04.2022
  • 14:07
ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მით უფრო ომში მყოფ მოძმე ერს - გიორგი ხოჯევანიშვილი

ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მით უფრო ომში მყოფ მოძმე ერს - ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ისევ ჯიბრში უდგება ომში მყოფ უკრაინას და ისევ კონფრონტაციის რეჟიმში რჩება.

„ქართული ოცნება“ ისევ ჯიბრში უდგება ომში მყოფ უკრაინას და პარლამენტის თავმჯდომარე უარს ამბობს ან უარს ათქმევინებენ პირდაპირ მხარდაჭერაზე; ნაცვლად იმისა, რომ ყველა ნაბიჯი იყოს ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ გადადგმული, თქვენ ისევ კონფრონტაციის რეჟიმში რჩებით; ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკებიან მეგობრებს, კოლეგებს და მით უფრო ომში მყოფ მოძმე ერს.

უკრაინის ომი ის ომია, რომელიც ჩვენს თავისუფლებასაც ეხება და ეს ის მოცემულობაა, რომელიც სრულყოფილად უნდა გააცნობიეროს დღევანდელმა მმართველმა გუნდმა და სანამ ამას ვერ შეძლებთ იქნებით იმ კინკლაობაში, რომელიც უკვე შეცდომა არაა და რუსული საქმის და მიზნების მსახურებაა.

გასაგებია, რომ ამ ყველაფერს აკეთებთ და ამ მეთოდებით იბრძვით ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ომში იბრძვიან ჩვენი ბიჭები და ამიტომ, გინდათ თუ არ გინდათ, იქ ჩვენი მოქალაქეები გვწმენდენ პირს ღირსებაზე და სახელმწიფოებრივ თავმოყვარეობაზე და ამ დროს ომში დაღუპული ბიჭების პანაშვიდზე არ მისვლა და გამიზნულად თავის არიდება ძალიან დიდი სირცხვილია. მოგიწოდებთ სათანადოდ დააფასოთ ეს გმირი ბიჭები“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge