png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"თეგეტა მოტორსის" ონლაინმაღაზია - მარტივი გზა ავტომობილის მოსავლელად

  • საზოგადოება
  • 13.04.2022
  • 16:20
 "თეგეტა მოტორსის" ონლაინმაღაზია - მარტივი გზა ავტომობილის მოსავლელად

თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დიგიტალიზაციაა. მათი დიდი ნაწილი პანდემიის პერიოდში აქტიურად გადაერთო ონლაინშოპინგის საშუალებების დახვეწასა და პოპულარიზაციაზე.

ონლაინსერვისებზე მოთხოვნა ავტოინდუსტრიაშიც გაიზარდა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, "თეგეტა მოტორსი" Tegetashop.ge-ს განვითარებაზე კიდევ უფრო მეტად ზრუნავს.

Tegetashop.ge-ზე საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ავტომობილის მოვლის საშუალებების, დანადგარებისა და სხვა მრავალი პროდუქტის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ონლაინმაღაზიაში ავტომობილისათვის საჭირო ნაწილებისა და ატრიბუტების შეძენა დღის ნებისმიერ მომენტში, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

"თეგეტას ონლაინმაღაზია ყველა იმ ბრენდის პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც ჩვენს შოურუმებშია წარმოდგენილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ავტომფლობელებს ონლაინპლატფორმით სარგებლობა გავუმარტივოთ და ფართო არჩევანი შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია, ავტოინდუსტრიაში ციფრული მომსახურება კიდევ უფრო დავხვეწოთ და კომფორტული გავხადოთ", - თენგიზ ლელუჩაშვილი, "თეგეტა მოტორსის" პროდუქტების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

"თეგეტა მოტორსის" პლატფორმაზე, ავტომობილების ნაწილებისა და მოვლის საშუალებების ონლაინ ყიდვის დროს, გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს განმარტებები, რომლებიც მომხმარებელს პროდუქტის მახასიათებლებს დეტალურად აცნობს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ონლაინ კონსულტანტები ავტომფლობელებს ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან და ნივთის შერჩევასა და შეძენაში ეხმარებიან.

Tegetashop.ge-ზე გამარტივებულია მიტანის სერვისიც და ნივთს მომხმარებლები მთელ საქართველოში მიიღებენ. ექსპრეს მიტანით სარგებლობისას, თბილისის მასშტაბით, პროდუქტი დანიშნულების ადგილას 1 საათში მივა. ონლაინ ყიდვის ხელმისაწვდომობისთვის Tegetashop.ge-ზე განვადებით სარგებლობაც შესაძლებელია და ის ფასდაკლებულ ნივთებზეც მოქმედებს.

"თეგეტა მოტორსის" ონლაინპლატფორმის დახმარებით კიდევ უფრო გამარტივებულია სხვადასხვა ავტოსერვისის წინასწარ დაჯავშნა.


"თეგეტა მოტორსის" შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია "თეგეტა მოტორსი"1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. "თეგეტა მოტორსი" 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge