png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

  • მსოფლიო
  • 13.04.2022
  • 17:24
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ახალი შემზღუდავი ზომების თანახმად, სანქციებულთა სიას რუსეთის კიდევ 206 ფიზიკური და იურიდიული პირი დაემატა.

სანქციების მორიგი პაკეტის სამიზნეა ის სუბიექტები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს.

"აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საშინელი სარაკეტო თავდასხმების კვალდაკვალ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც მხარს უჭერს უკანონო სეპარატისტულ რეგიონებს და მონაწილეობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სისასტიკეში", - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.

"ხვალიდან ჩვენ ავკრძალავთ რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს, ასევე კვანტური ტექნოლოგიებისა და მოწინავე მასალების ექსპორტს, რომლებიც პუტინს ძალიან სჭირდება. ჩვენი მისიაა პუტინის ომის მანქანა შევაჩეროთ", ამბობს ტრასი.

სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის ნავთობის მაგნატები, კომპანია "ლუკოილის" მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი და კომპანია "სურგუნეფტგაზის" მფლობელი ვლადიმირ ბოგდანოვი. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ:

ვლადიმირ ევტუშენკოვი - საინვესტიციო კომპანია АФК Система-ს ხელმძღვანელი;

ვიქტორ მედვედჩუკი - უკრაინელი ოლიგარქი და პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში გუშინ დააკავეს;

ვიაჩესლავ ფეტისოვი - ჰოკეის მოთამაშე და დეპუტატი;

მუსა ბაჟაევი - მრავალპროფილური ჰოლდინგის "ალიანს ჯგუფის" ხელმძღვანელი;

ფარხად ახმედოვი - აზერბაიჯანული წარმოშობი რუსი ბიზნესმენი;

საიდ ქერიმოვი - სულეიმან ქერიმოვის ვაჟი, ოქროს მომპოვებელი კომპანია "პოლუსის" ხელმძღვანელი;

ანდრეი ბოკარევი - ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის Кузбассразрезуголь-ის ხელმძღვანელი;

ელენა ტიმჩენკო - ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს ცოლი;

გრიგორი ბერეზკინი - საინვესტიციო კომპანია YESN Group-ის ხელმძღვანელი;

ვლადიმერ იაკუნინი - რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge