png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინაში ერთობლივ ვიზიტზე ვერ შეთანხმდნენ

  • პოლიტიკა
  • 13.04.2022
  • 19:53
უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინაში ერთობლივ ვიზიტზე ვერ შეთანხმდნენ

ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, სადაც განიხილავდნენ უკრაინაში ერთობლივი ვიზიტის საკითხს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის დელეგაციის ერთობლივი ვიზიტი არ შედგება.

დეკანოიძის განცხადებით, "ქართულ ოცნების" წინადადებები, რაც ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც უკრაინაში ოპოზიცია და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ცალ-ცალკე გაემგზავრებიან.

"ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი. ოპოზიცია წავა ცალკე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე – ცალკე. ეს იყო ჩემი პოზიცია, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის უმრავლესობას ვუთხარი. სხვადასხვა აზრი იყო. ეს არის ჩემი პოზიცია და როგორც აღმოჩნდა, ეს პოზიცია საბოლოოდ დაფიქსირდება. ანუ, ჩვენ, ოპოზიცია წავალთ ცალკე, როგორც თავიდან იყო, ხოლო უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე. „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო ასე ვთქვათ, გარკვეული შემოთავაზება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი შემოთავაზებები – ალოგიკური, ვაჭრობასავით არ შეიძლება, უკრაინას დაუკავშირო. ამიტომ ჩემი, ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მყარი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც. მისი თქმით, ოპოზიციამ დელეგაციის შემადგენლობის კუთხით მისი შეთავაზება არ გაიზიარა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, უკრაინაში სავარაუდოდ კვირის ბოლოს ჩავა.

"მე შევთავაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. ზოგადად, რა თქმა უნდა, სოლიდარობის გამოცხადება პარლამენტის ბევრ წევრს უნდა. დელეგაციაზე შეთავაზება მქონდა, რომ ისევე როგორც სხვა დროს ხდება, იყვნენ წარმოდგენილი უმრავლესობის წევრები და თანაბარი რაოდენობით ოპოზიციის წევრები - 3 უმრავლესობის წევრი და 3 ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამას არ იზიარებს. სამწუხაროა, რომ ეს შიდაპარტიული თემები, როგორც ჩანს, სჭარბობს ხოლმე მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან დააზუსტა, რომ საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტზე, რასაც კონკრეტული ფორმატი აქვს. პაპუაშვილის თქმით, საუბარი იმაზე, თითქოს ამ დელეგაციის მიზანი არის ერთიანობის ჩვენება, გადაჭარბებულად მიაჩნია, რადგან დეპუტატების უკრაინაში ჩასვლის მიზანი არა შიდაპოლიტიკური ერთიანობის დემონსტრაცია, არამედ უკრაინელებისთვის სამძიმრის გამოცხადებაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge