png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ვურჩიეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მთავარია, ხელისუფლება წავიდეს ახლა. ოპოზიცია რაღაცას მოიფიქრებს და წავა - იაგო ხვიჩია

  • პოლიტიკა
  • 13.04.2022
  • 19:57
ვურჩიეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მთავარია, ხელისუფლება წავიდეს ახლა. ოპოზიცია რაღაცას მოიფიქრებს და წავა - იაგო ხვიჩია

ჩვენი პოზიცია ყველას ვუთხარით და ვურჩიეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მთავარი არის, ხელისუფლება წავიდეს ახლა. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ეს ახლა ვერ ხერხდება, მათ შორის ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ოპოზიცია ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში თავისი ინიციატივით რაღაცას მოიფიქრებს და წავა, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინაში ვიზიტის დეტალებზე იმსჯელეს.

„შეხვედრაზე საუბარი იყო, რამდენი წევრი უნდა ყოფილიყო ოპოზიციიდან, ვინ უნდა ყოფილიყო და ეს ნაწილი ვერ დალაგდა, მაგრამ მთავარი მიზანი შედგა. ტექნიკური საკითხებზე იყო საუბარი, რამდენი ადგილი არის და რამდენი შეიძლება, წავიდეთ; საუბარი იყო, დამატებით საჭიროა დამატებით 3-4 ადამიანის წასვლა. ჩვენი პოზიცია იყო, ვინც პოლიტიკური ძალა არის პარლამენტში, ყველას უნდა წასვლა და ჩვენ ვერავის ვერ ვეტყვით, ეს წავიდეს და ის არ წავიდეს. შესაბამისად, შეიძლება, იყოს რაღაც ფორმატში ამაზე საუბარი, მაგრამ დღეს ამაზე არ მისულა.

ჩვენი პოზიცია ყველას ვუთხარით და ვურჩიეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მთავარი არის, ხელისუფლება წავიდეს ახლა. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ეს ახლა ვერ ხერხდება, მათ შორის ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ოპოზიცია ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში თავისი ინიციატივით რაღაცას მოიფიქრებს და წავა. ეს ერთ-ერთ ვერსიად შევთავაზეთ ჩვენ, რომ ყოფილიყო ასეთი ტიპის შეთანხმება. ეს ყოფილიყო არა ერთმანეთის შეურაცხყოფის და გინების ფონზე, არამედ, როგორც ასეთი, შეთანხმება. იმიტომ, რომ ტექნიკურად რთულია ზოგადად რაღაცის გაკეთება, რომ ოპოზიცია ვერ მიდის და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა ჩაიაროს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტმა; ოპოზიცია და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, ანუ პოლიტიკური პარტიები, სამძიმრის სათქმელად ცალკე წავიდოდით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge