png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ლე პენი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას დატოვებს

  • მსოფლიო
  • 13.04.2022
  • 20:26
ლე პენი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას დატოვებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატ მარინ ლე პენს არჩვენებში გამარჯვების შემთხვევაში სურს რომ საფრანგეთმა ნატო-ს გაერთიანებული სარდლობა დატოვის, თუმცა არ აპირებს ალიანსის შეთანხმების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე უარის თქმას. ამის შესახებ ლე პენმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Le Monde.

მან აღნიშნა, რომ არასდროს დაუქვემდებარებს შეიარაღებულ ძალებს ბრძანებას, რომელიც საფრანგეთის ნაციონალურ სუვერენიტეტს არ ექვემდებარება -  არც ნატო-ს გაერთიანებულ სარდლობას და არც ევროპის მომავალ სარდლობას.

„ამიტომ ჩემი შემოთავაზება იქნება არა ნატო-დან გასვლა, არამედ მისი გაერთიანებული სარდლობიდან. როგორც ეს იყო 1966-2009 წლებში“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ არ აპირებს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე უარის თქმას. მეხუთე მუხლის თანახად, ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა, ნიშნავს თავდასხმას ნატოს წევრ ყველა ქვეყანაზე და მის დასაცავად ალიანსის ყველა წევრი ერთიანდება.

ამის გარდა, პენმა გაახმოვანა რუსეთსა და ნატოს შორის სტრატეგიული დაახლოების სურვილი, უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ.

საფრანგეთმა ნატო-ს გაერთიანებული სარდლობა 1966 წელს მაშინდელი პრეზიდენტის შარლ დე გოლის გადაწყვეტილებით დატოვა. ამ ფორმით მას სურდა სამხედრო საკითხებში აშშ-სგან დამუკიდებლობა დაემტკიცებინა.

საფრანგეთი ნატო-ს სარდლობას 43 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

10 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge