png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რა ფორმატია ის ფორმატი, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ერთად საუბრობენ ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდებზე? - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.04.2022
  • 15:07
რა ფორმატია ის ფორმატი, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობოები ერთად საუბრობენ ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდებზე? - შალვა პაპუაშვილი

ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის ზღვარი არის წაშლილი - ეს არის ბაკურიანში ჩატარებული ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მისთვის წარმოუდგენელია ხელისუფლების შეცვლის მეთოდებზე ოპოზიცია მედიის და არასამთავროვო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად საუბრობდეს.

„საბოლოო ჯამში, რაც ვნახეთ, დაადასტურეს, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ჩემთვის ყველაზე მთავარი კითხვაა, რა ფორმატია ის ფორმატი, სადაც პარტიები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად სხედან და საუბრობენ ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდებზე? ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სამწუხაროდ, ზღვარი ზოგიერთ პარტიას, ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ზოგიერთ მედიას შორის არის წაშლილი, ეს არის ყველაზე ცუდი ჩვენი დემოკრატიისთვის, რომ სხვადასხვა სექტორი ასე არეულია ერთმანეთში და ვეღარ ვარკვევთ იქ მედია არის პარტია, პარტია - მედია, NGO - პარტია თუ პირიქით. ამ ზღვარის წაშლა არის ამ ღონისძიების ყველაზე ცუდი ვიზუალური ნაწილი, რაც ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა”, ბათუ ქუთელია – „დროა”, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო”, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა” და პარტია „ლელოს” წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან” და „მთავარი არხის” წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას” აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ. შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge