png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსეთმა აშშ-ს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა მოსთხოვა - WP

  • მსოფლიო
  • 15.04.2022
  • 16:35
რუსეთმა აშშ-ს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა მოსთხოვა - WP

რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა დიპლომატიური ნოტა და გააფრთხილა რომ უკრაინისთვის აშშ-სა და ნატოს "ყველაზე მგრძნობიარე" იარაღის სისტემების მიწოდება „ცეცხლში ნავთას ასხამს“ და შესაძლოა, გამოიწვიოს „გაუთვალისწინებელი შედეგები“. იუწყება The Washington Post-ი.

რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებით 800 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, უპილოტო აპარატებს, ჯავშანტექნიკას, ასევე დამატებით საზენიტო და ტანკსაწინაღმდეგო საშუალებებს, საარტილერიო სისტემებს და სხვა.

დოკუმენტში, შეიარაღებას შორის, რომელსაც რუსეთი „ყველაზე მგრძნობიარეს“ უწოდებს, დასახელებულია „ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, რომელიც აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ მიწოდებულ შეიარაღებაში ეს სისტემები არ არის.

რუსეთი აშშ-სა და მის მოკავშირეებს ბრალს სდებს კონფლიქტის ზონაში იარაღის გაგზავნის „მკაცრი პრინციპების“ დარღვევასა და „საფრთხის“ უგულებელყოფაში, „რომ უკრაინაში მაღალი სიზუსტის  იარაღი მოხვდება რადიკალური ნაციონალისტების, ექსტრემისტებისა და ბანდიტური ფორმირებების ხელში“.

მოსკოვი ნატო-ს ადანაშაულებს უკრაინაზე ზეწოლის  მცდელობაში, რომ მას {უკრაინას} „უარი ეთქვა რუსეთთან უშედეგო და წარუმატებელ მოლაპარაკებებზე, რათა გაგრძელებულიყო სისხლისღვრა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი ზეწოლას ახდენს სხვა ქვეყნებზე, რათა მათ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა რუსეთთან.

„მოვუწოდებთ აშშ-სა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რომელიც გამოიწვევს გაუთვალისწინებელ შედეგებს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის“, - ნათქვამია რუსული მხარის ინფორმაციაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge