png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

  • საზოგადოება
  • 16.04.2022
  • 13:45
სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

სოფელ მატანის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება - მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაათვალიერა.

წლების მანძილზე უფუნქციოდ მიტოვებული შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 671 000 ლარით დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შენობა გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურის სახლის აღდგენა სოფლის მოსახლეობის თხოვნით დაიგეგმა და ის სულ მალე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა.

კულტურის სახლში განთავსდება სოფლის ბიბლიოთეკა, ფუნქციონირებას დაიწყებს სხვადასხვა შემეცნებითი, სამუსიკო თუ ქორეოგრაფიული წრეები და დაახლოებით 35 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. 

დღესვე, პრემიერ-მინისტრი სოფელ მატანში ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმდინარე და დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ წყალმომარაგების საკითხი კვლავ აქტუალურია. პრემიერმა შესაბამისი თანამდებობის პირებს საკითხის დროულად გადაჭრის მიზნით კონკრეტული დავალებები მისცა.

ადგილზე მთავრობის მეთაურთან ერთად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი,თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრი გელა სამხარაული იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge