png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სამწუხაროდ, ჩანდა, რომ ზოგი ინფორმაცია უკრაინაშიც დამახინჯებულად არის მიტანილი - შალვა პაპუაშვილი

  • მსოფლიო
  • 18.04.2022
  • 14:07
სამწუხაროდ, ჩანდა, რომ ზოგი ინფორმაცია უკრაინაშიც დამახინჯებულად არის მიტანილი - შალვა პაპუაშვილი

ეს იყო თბილი, მეგობრული ვიზიტი და მიღება, - აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს. პაპუაშვილის განმარტებით, მასპინძელი ცდილობდა, განსაკუთრებული სითბო და ყურადღება ეჩვენებინა ქართული დელეგაციისთვის.

"მრავალპარტიული შემადგენლობა მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მთლიანად ჩვენი ქვეყნის სოლიდარობა ჩაიტანა ამ საპარლამენტო დელეგაციამ. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტმა მოგვცა შესაძლებლობა ბევრი საკითხი გარკვეულიყო. მე ცალკე მქონდა შეხვედრა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, გვქონდა გაერთიანებული შეხვედრაც. ვფიქრობ, ყველა საკითხი გარკვეულია.

მთავარი არის ის, რომ დღეს, კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებით მოწყვლადია დეზინფორმაციისთვის საინფორმაციო სივრცე და ამიტომ, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მედიაში ან სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან გაჟღერდეს, ერთმანეთთან გადამოწმდეს. ვფიქრობ, ჩვენ ამაზეც შევთანხმდით.

რაც შეხება ჩვენს დამოკიდებულებას, იქაც აღვნიშნე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს 3 ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს და განსაკუთრებით ვუყურებთ, თუკი არსებობს რაიმე პრეტენზია, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოს საქართველოს შეიძლება ცალკე, გვერდითი მოლაპარაკება ჰქონდეს რუსეთთან. ვფიქრობ, უკრაინაში ჩვენი მეგობრებისთვისაც გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით განსაკუთრებული ქვეყანაა. ქვეყანა, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს, როდესაც ასეთი ტიპის პრეტენზიები შეიძლება გამოითქვას, მითუმეტეს, რომ ამის თქმის საფუძველი არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩანდა, რომ ზოგი ინფორმაცია უკრაინაშიც დამახინჯებულად არის მიტანილი. ამ კუთხით ვფიქრობ, ხელისუფლებამაც თავისი როლი უნდა შეასრულოს პროაქტიული კომუნიკაციით, რომ უკრაინის საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, თუ როგორ უდგას გვერდით საქართველო“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge