png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

კრეისერ "მოსკვაზე" დაიღუპა 37, დაშავდა 100-მდე ადამიანი. არიან დაკარგულები - "მედუზა"

  • მსოფლიო
  • 18.04.2022
  • 21:47
კრეისერ "მოსკვაზე" დაიღუპა 37, დაშავდა 100-მდე ადამიანი. არიან დაკარგულები - "მედუზა"

რუსეთის ფლოტის აწ უკვე ჩაძირული სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ეკიპაჟის 37 წევრი დაიღუპა. იტყობინება გამოცემა "მედუზა" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, დაღუპულთა ცხედრები 15 აპრილს სევეასტოპოლში გადაასვენეს.

მანამდე, "მოსკვას" ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვის შესახებ იტყობინენებოდა გამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპა", ეკიპაჟის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრის დედაზე დაყრდნობით.

"მედუზას" წყაროს ცნობით, ეკიპაჟის დაახლოებით 100-მდე წევრი დაიჭრა. არიან დაკარგულებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

წყაროს თქმით, კრეისერზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკიპაჟის დაღუპული წევრების თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, თავდაცვი უწყება ამტკიცებდა, რომ ეკიპაჟის სრული ევაკუაცია განხორციელდა.

თუმცა ჩაძირული კრეისერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე, რომელიც 15 აპრილს სევასტოპოლში გაიმართა, შენიშნეს სამგლოვიარო ლენტები წარწერით "ხომალდსა და მეზღვაურებს".

მეორე დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო კრეისერის ეკიპაჟის წევრებისა და საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ნიკოლაი ევმონოვის შეხვედრიდან. ჟურნალისტებმა ვიდეოში დაახლოებით 100-მდე მეზღვაური დათვალეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კრეისერზე "ხანძრის შედეგად საბროლო მასალები აფეთქდა, რის შემდეგაც "ხომალდი ბუქსირების დროს, შტორმის გამო ჩაიძირა".

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ გემს ნეპტუნის რაკეტები მოხვდა. "მედუზას" წყარო ადასტურებს უკრაინული მხარის ვერსიას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, კრეისერის ჩაძირვა 15 აპრილს დაადასტურა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge