png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ლავროვი ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთის არმია უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავს

  • მსოფლიო
  • 19.04.2022
  • 13:55
ლავროვი ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთის არმია უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავს

აგრესორი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ისევ ამტკიცებს, რომ უკრაინაში რუსეთის არმია მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავს  და არა სამოქალაქო პირებს. ამის შესახებ ოკუპანტი ქვეყნის  საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელერახ India Today-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანი თავიდანვე ცნობილი იყო. მისი თქმით, დასავლეთი მოსკოვის არგუმენტებს ყურადღებას არ აქცევს და „დადგმების ფაბრიკაციას“ ახდენს. .

 „დონეცკისა და ლუგანსკის თხოვნით სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რომელიც სრულად შეესაბამება გაეროს დადგენილების 51-ე მუხლს, პრეზიდნეტმა პუტინმა განაცხადა, რომ აღნიშნული ოპერაციის ერთადერთ მიზანს  წარმოადგენს უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, რადგნ ეს ორი ამ ქვეყნის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პრობლემაა“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებში საცხოვრებელი სახლების, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, თუ საკულტო ნაგებობების განადგურება დოკუმენტურად არის დადასტურებული როგორც უკრაინის ხელისუფლების, ისე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

რუსი ოკუპანტებისგან კიევი ოლქის გათავისუფლების შემდეგ , მხოლოდ ბუჩასა და ირპინში აღმოჩენილია ასეულობით მოკლული, ნაწამები მშვიდობიანი უკრაინელის ცხედარი. ცხედრებს პოულობენ სარდაფებში, ქუებში, საერთო სამარხებში, მათ უმეტესობას აღენიშნება წამების კვალი, ბევრი მათგანს ტყვია თავში, მიბჯენით აქვს ნასროლი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge