png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის ორდერი გასცა

  • მსოფლიო
  • 20.04.2022
  • 17:52
ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის ორდერი გასცა

ლონდონში, ვესტმინსტერის მაგისტრატმა სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის ორდერი დაამტკიცა, სადაც მის წინააღმდეგ აღძრულია 18 სისხლის სამართლის საქმე. ასანჟის საქმე დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანს პრიტი პატელს გაეგზავნება, რომელმაც გაცემის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

იმ შემთხვევაში, თუ პატელი ორდერზე ხელს მოაწერს, ასანჟს კიდევ ექნება შესაძლებლობა გადაწყვეტილება ლონდონის უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს.

აშშ-ში ასანჟს ბრალს სდებენ მასალების უკანონდ მოპოვებასა და მათ გავრცელებაში, ჯაშუშობაში, ასევე შეთქმულებაში კომპიუტერული ქსელის გატეხვის მიზნით. მას 175 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჯულიან ასანჟი 2012-2019 წლებში ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადიცია, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.

ასანჟი დანაშაულს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ შვედეთის ხელისუფლების მიერ მისი დევნის მიზანი აშშ-სთვის გადაცემა იყო.

2019 წლის აპრილში ბრიტანეთის სასამართლომ WikiLeaks-ს დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო 2012 წელს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობაში. ეკვადორის საელჩომ ბრიტანეთის პოლიციას საელჩოს შენობაში შესვლისა და ასანჟის დაპატიმრების უფლება მისცა. მოგვიანებით ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ ასანჟის ექსტრადიციის საქმეზე აპელაცია არ დააკმაყოფილა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge