png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, თქვენ მარტო არ ხართ - შარლ მიშელი

  • მსოფლიო
  • 20.04.2022
  • 23:49
ბრძოლა უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, თქვენ მარტო არ ხართ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ომში უკრაინა გაიმარჯვებს და ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის.

მან ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

„თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად, გვერდიგვერდ ვდგავართ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი უკრაინაში დღეს ჩავიდა. მანამდე დასახლება ბოროდიანკა მოინახულა, სადაც ბუჩის მსგავსად რუსებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

„შევხვდი ხალხს და სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, არამედ როგორც მამამ, როგორც ადამიანმა. ეს არის სისასტიკე, ეს არის სამხედრო დანაშაული და მისი ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და აუცილებლად დაისჯება. მათ უნდა გადაიხადონ საფასური იმისთვის, რაც გააკეთეს უკრაინის ბევრ ქალაქში. ახლა, ისე როგორც თქვენ, მე ვფიქრობ ხალხზე, ჯარისკაცებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე დონბასში, მარიუპოლში, სხვა ქალაქებში, რომლებიც იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, საკუთარი სუვერენიტეტისთვის და იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპებისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge