png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა - "ქართული ოცნება"

  • პოლიტიკა
  • 21.04.2022
  • 12:03
ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა - "ქართული ოცნება"

“ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ადამიანის ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. 2,5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ხოლო 12-ჯერ მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. პირველივე წლებში 11-ჯერ შემცირდა საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა”, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც პარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, აღიკვეთა არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა და არჩევითი ორგანოები მოსახლეობის ნების შესაბამისად ფორმირდება.

„მაღალი სტანდარტით არის დაცული ეკონომიკური თავისუფლება და საკუთრების უფლება. ქვეყანას აქვს ახალი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება საპარლამენტო დემოკრატიის საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს.

სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება. სასამართლო სისტემაში პირველივე წლებში 6-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, 3-ჯერ შემცირდა წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების, ხოლო 2-ჯერ - საგამოძიებო მოქმედებებზე ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი.

5-ჯერ შემცირდა შეფარდებული ჯარიმის, ხოლო 18-ჯერ - გირაოს თანხის საერთო ოდენობა. 2014 და 2020 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, 2012-21 წლებში საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდიდან 60 მილიარდამდე გაიზარდა. 8 მილიარდიდან 19,5 მილიარდამდე გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები. აღიკვეთა ე.წ. ელიტური კორუფცია - ყველა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

3-ჯერ გაიზარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. 10-ჯერ გაიზარდა წყალმომარაგების სამუშაოების მოცულობა. განხორციელდა 300 ათასზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება.

ამოქმედდა მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 350 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, შეჩერდა საქართველოს მოსახლეობის კლება. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სხვა ქმედითი მექანიზმები. 3-ჯერ გაიზარდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. ასევე, გასამმაგდა განათლების, კულტურისა და სპორტის დაფინანსება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge