png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩვენი ქვეყანა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 10 წლის წინ - 2012 წელს - კახა ოქრიაშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.04.2022
  • 17:27
 ჩვენი ქვეყანა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 10 წლის წინ - 2012 წელს - კახა ოქრიაშვილი

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც უკეთესი საქართველო ჩაიბარა და დღეს, ჩვენი ქვეყანა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 10 წლის წინ -  2012 წელს.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი.

მისი თქმით,2012 წელსაც გაცილებით უკეთესი საქართველო გადააბარა სააკაშვილმა „ქართულ ოცნებას“, ვიდრე მიიღო მემკვიდრეობით.

„დღეს „ქართულ ოცნებას“ დაფუძნების 10 წლის იუბილე აქვს და თითქმის 10 წელიწადია ხელისუფლებაში არიან. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მართავდა ოთხი ხელისუფლება. არ შევჩერდები ზვიად გამსახურდიას მმართველობაზე, რადგან ის ძალიან მოკლე პერიოდს მოიცავდა და ძალადობრივად იქნა დამხობილი. ედუარდ შევარდნაძის მმართველობა მოკლედ რომ შევაფასოთ, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის და მაინც,  უმძიმესი სურათის მიუხედავად, მან  2003 წელს მიხეილ სააკაშვილს უკეთესი საქართველო გადააბარა, ვიდრე მემკვიდრეობით მიიღო. რაც შეეხება სააკაშვილის მმართველობას, შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ დანაშაულზე, შეცდომებზე, მაგრამ 2003 და 2012 წლების საქართველოს ვერც შევადარებთ, იმხელა ნახტომი გააკეთა ქვეყანამ. 2012 წელსაც გაცილებით უკეთესი საქართველო გადააბარა სააკაშვილმა „ქართულ ოცნებას“, ვიდრე მიიღო მემკვიდრეობით.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც უკეთესი საქართველო ჩაიბარა და დღეს, ჩვენი ქვეყანა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 10 წლის წინ -  2012 წელს.

რას ვგულისხმობ: ეკონომიკური ზრდა;  ლარის კურსი; ფასების ზრდა; კრიმინალის დონე; მიგრაციის დონე; განათლების დონე; კორუფციის მაჩვენებელი; მედია-თავისუფლების დონე; საგარეო ურთიერთობები; მოუგვარებელი კონფლიქტები; პოლიტიკური ნიშნით დევნა და დაპატიმრებები; 2012-2016 წლებში მცირედი წინსვლის შემდეგ მკვეთრი უკუსვლა ადამიანის უფლებების კუთხით; ჩავარდნილი სასამართლო რეფორმა; ჩავარდნილი საარჩევნო რეფორმა; ზედიზედ გაყალბებული ორი არჩევნები; და როგორც ამ ყველაფრის შედეგი, უაღრესად გაღატაკებული და ღირსებადაკარგული ხალხი“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge