png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს - ბაიდენი

  • მსოფლიო
  • 21.04.2022
  • 19:20
უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით 800 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს.  დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს მძიმე შეიარაღებას - ათობით ჰაუბიცას, ტაქტიკურ დრონებს და 144 ათას ერთეულ საბრძოლო მასალას. ამრიგად, აშშ-სგან უკრანისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა 3,2 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. წინა ამავე ღირებულების პაკეტი მოიცავდა საარტილერიო სისტემებს, ჭურვებს, ჯავშანტრასპორტიორებსა და ვერტმფრენებს.

ბაიდენმა გამოსვლისას კონფლიქტში „კრიტიკული ფანჯრის“ შესახებ განაცხადა, ვინაიდან რუსეთი ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, რომლისთვისაც გეოფრაფიული თავისებურების გამო აუცილებელია სხვა ტიპის იარაღი.

ამერიკის პრეზიდენტი აპირებს მომავალ კვირას  კონგრესს მიმართოს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი ბიუჯეტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რადგან უკრაინისთვის მანამდე დამტკიცებული ბიუჯეტი იწურება.

„მომავალ კვირას კონგრესს გავუგზავნი მოთხოვნას დამატებითი ბიუჯეტის შესახებ, რათა შევინარჩუნოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის უწყვეტი ნაკადი მამაცი უკრაინელი მებრძოლებისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა კიდევ 500 მლნ დოლარის გამოყოფის შესახებ უკრაინის ხელისუფლების პირდაპირი ეკონომიკური დახმარებისთვის.  

მისი თქმით, უკრაინის მთავრობამ აღნიშნული თანხა შეიძლება გამოიყენოს ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის, მოსახლეობის დახმარებისა და ხელფასების გადახდისთვის.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge