png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

​იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ - სენატორი კრის კუნსი სალომე ზურაბიშვილს

  • პოლიტიკა
  • 21.04.2022
  • 21:53
​იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ - სენატორი კრის კუნსი სალომე ზურაბიშვილს

ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო რეგიონში და მსოფლიო არენაზე, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სენატორმა ისაუბრა საქართველო-აშშ-ს პარტნიორობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს მალე მიესალმება და მიიღებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 წელია, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება.

თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია მიმდინარეობს უკრაინაში. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში, კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა.

ჩვენ ყველანი, დელეგაციის მასშტაბით, ნამდვილად მხარს გიჭერთ და მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას. დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეული არის საქართველოში ხალხის მიერ, 1992 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია და ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ და არ მოხდეს პოლარიზება და დაყოფა, არც შიგნით და არც გარეთ.

ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დღეს დელეგაცია და მიზნობრივად ვართ აქ. ჩამოვედით იმიტომ, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი. აქ ვართ იმიტომ, რომ ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის“, - განაცხადა აშშ-ს სენატორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge