png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აშშ-მა უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება დაიწყო - ვიქტორია ნულანდი

  • მსოფლიო
  • 22.04.2022
  • 23:10
აშშ-მა უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება დაიწყო - ვიქტორია ნულანდი

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აშშ მუშაობს ნატოელ მოკავშირეებთან, რათა უკრაინამ მეტი რეაქტიული სისტემა მიიღოს.

ნულანდის განცხადებით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ასევე საარტილერიო სისტემა აშშ-ის სამხედრო დახმარების ბოლო, 800 მლნ დოლარის ღირებულების პაკეტის შემადენლობაშია.

მან ასევე ისაუბრა უკრაინული თვითმფრინავების საბრძოლო მზადყოფნის საკითხზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს რამდენიმე სახელმწიფო, უკრაინას აწვდის კომპონენტებს, რომლებიც საშუალებას აძლევს მას ჰაერში მეტი თვითმფრინავი ჰყავდეს.

„და ახლა თქვენ გყავთ მეტი თვითმფრინავი მზადყოფნაში, ვიდრე ერთი კვირის წინ, სწორედ იმიტომ, რომ თქვენ მიიღეთ მოკავშირეებისგან სათადარიგო ნაწილები {თვითმფრინავებისათვის}... ამრიგად, აბსოლუტურად ნათელი რომ გახდეს, ჩამოვთვლი: ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები უკვე მოწოდებულია, არიან მოკავშირეები, რომლებიც მუშაობენ თვითმფრინავებზე, ამის გარდა სამხედრო თვითმფრინავებისათვის არსებობს სათადარიგო ნაწილების უდიდესი რაოდენობა, რომელიც უკვე ცვლის სიტუაციას“, - განუცხადა ნულანდმა გამოცემას.

შეგახსენებთ, ამერიკის დახმარების ახალი 800 მლნ დოლარის ღირებულების პაკეტი ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღებას - ათობით ჰაუბიცას, ტაქტიკურ დრონებს და 144 ათას ერთეულ საბრძოლო მასალას და სხვა. ამრიგად, აშშ-სგან უკრანისთვის სამხედრო დახმარების მოცულობა 3,2 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. წინა ამავე ღირებულების პაკეტი მოიცავდა საარტილერიო სისტემებს, ჭურვებს, ჯავშანტრასპორტიორებსა და ვერტმფრენებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge