png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გვსურს, რუსეთი იმდენად დასუსტდეს, ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა - ლოიდ ოსტინი

  • მსოფლიო
  • 25.04.2022
  • 15:08
გვსურს, რუსეთი იმდენად დასუსტდეს, ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა - ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-ს სურს, რუსეთი იმდენად დასუსტებული იხილოს, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს ხანმოკლე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს საჭირო მხარდაჭერით.

"ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა დარჩეს სუვერენულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც შეძლებს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის დაცვას, გვინდა, რუსეთი იმდენად დასუსტებული ვიხილოთ, რომ ვეღარასდროს შეძლოს ისეთი რამ, როგორიც უკრაინაში შეჭრაა. გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის იმის რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ [უკრაინელებს] შეუძლიათ მოიგონ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა, საჭირო მხარდაჭერა და ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია", - განაცხადა ოსტინმა.

შეგახსენებთ, 24 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.

საუბარია ახალი 713-მილიონიან პაკეტზე, საიდანაც 322 მილიონი დოლარი კიევს გადაეცემა, დანარჩენი კი - იმ 15 ქვეყანას, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს, რათა მათ საკუთარი არსენალში არსებული დეფიციტი აინაზღაურონ.

24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკვე 3,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge