png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით ნოტა გაუგზავნა

  • მსოფლიო
  • 25.04.2022
  • 16:11
რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით ნოტა გაუგზავნა

რუსეთმა შეერთებულ შტატებს ნოტა გაუგზავნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

მოსკოვის მიერ ვაშინგტონისთვის საპროტესტო ნოტის გადაცემას Washington Post-ი ჯერ კიდევ აპრილის შუა რიცხვებში იტყობინებოდა, რაც ელჩმა დაადასტურა კიდეც, თუმცა ნოტის გაგზავნის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

"800 მილიონი დოლარი - ეს ის თანხაა, რა ღირებულების იარაღსაც ვაშინგტონი მიაწვდის კიევს. ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, ეს არ უწყობს ხელს სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებას", - განაცხადა ელჩმა ანტონოვმა.

ანტონოვის თქმით, უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება არის "მცდელობა კიდევ უფრო აწიონ ფსონები, კიდევ უფრო გამწვავდეს სიტუაცია, დაინახონ მეტი დანაკარგი".

შეგახსენებთ, 24 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ.

საუბარია ახალი 713-მილიონიან პაკეტზე, საიდანაც 322 მილიონი დოლარი კიევს გადაეცემა, დანარჩენი კი - იმ 15 ქვეყანას, რომლებმაც უკრაინას იარაღი მიაწოდეს, რათა მათ საკუთარი არსენალში არსებული დეფიციტი აინაზღაურონ.

24 თებერვალს რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მთლიანმა მოცულობამ უკვე 3,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge