png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

“ჩეხეთი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში”

  • პოლიტიკა
  • 22.02.2016
  • 17:12
“ჩეხეთი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში”

“ჩეხეთი მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში და მზად არის, ამ მიმართულებით, საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. საქართველომ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია “ - ეს განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბუჰუსლავ სობოტკამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ვიზალიბერალიზაციის პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩეხ კოლეგას მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. “ჩვენ დიდად ვაფასებთ სხვადასხვა დონეზე  და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების, ცოდნისა და უნარების გაზიარებასაც. მეორე მხრივ, ჩვენ კიდევ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა გავაღრმავოთ და უფრო ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებულად ვაქციოთ ჩვენი ურთიერთობები.”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოყენებული. ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს, რათა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, გაღრმავდეს ეკონომიკური კავშირები და ხელი შეეწყოს ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.

“ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩეხეთის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერას. აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება არის ჩვენი საერთო პრიორიტეტი და ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ურთიერთობების განმტკიცება.

ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ჩეხეთის რესპუბლიკის, მტკიცე მხარდაჭერითა და დახმარებით, საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე: ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, ასევე წარმატებით შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რაც დაადასტურა კიდეც კომისიამ თავის საბოლო ანგარიშში, და მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, როგორც საქართველოს ერთგულებისა და რეფორმების გზაზე დაუღალავი შრომის დამსახურებულ აღიარებას.” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge