png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ერევანში "დაუმორჩილებლობის აქციის" 125 მონაწილე დააკავეს

  • მსოფლიო
  • 02.05.2022
  • 12:40
ერევანში "დაუმორჩილებლობის აქციის" 125 მონაწილე დააკავეს

ერევანში მიმდინარეობს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული „დაუმორჩილებლობის აქცია“, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

"რადიო თავისუფლების" სომხური სამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ერევნის ცენტრში გადაკეტეს ათზე მეტი ქუჩა. პოლიციის თანახმად, გზების გახსნისას წინააღმდეგობის გაწევის გამო, დაკავებულია 125 პირი.

1-ელ მაისს, ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ერევანში, საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ 2 მაისიდან "დაუმორჩილებლობის აქციებს" იწყებენ.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობასა და განზრახვაში, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს.

საპროტესო მღელვარება სომხეთში მას შემდეგ გაღვივდა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასული თვის შუა რიცხვებში, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, ბევრისთვის მიუღებელი განცხადება გააკეთა.

ფაშინიანის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს სომხეთს, "აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში თამასის დაწევას".

"დამნაშავე ვარ, რომ ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას, მოელის, რომ აზერბაიჯანელები, რომელთაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მართვაში. დამნაშავე ვარ, რომ არ ვთვქი ცალსახად, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული სცენარებიც კი არ იყო მისაღები აზერბაიჯანისთვის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ხან პირდაპირ, ხან დიპლომატიური გზით, ამბობდნენ, რომ ამ ყველაფრის სომხეთის მხარის მიერ მიღების შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი მათაც მიეღოთ. ყველაფერი ეს ჩვენი ხალხისთვის უნდა წარმედგინა. ამაშია ჩემი ნამდვილი დანაშაული. მიწების გადაცემით, ალბათ, გადავარჩენდი ათასობით სიცოცხლეს, ხოლო არგადაცემით, ფაქტობრივად, გავხდი იმ გადაწყვეტილების ავტორი, რომელმაც ათასობით მსხვერპლამდე მიგვიყვანა“, - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge