png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თუ ადამიანი თვითგვემას ეწევა, რასაკვირველია, მას არ შეიძლება ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს - ვოლსკი სააკაშვილზე

  • პოლიტიკა
  • 05.05.2022
  • 15:55
თუ ადამიანი თვითგვემას ეწევა, რასაკვირველია, მას არ შეიძლება ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს - ვოლსკი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს და გარკვეულწილად ამას თვითდაზიანებაც დავარქვათ, რადგან კონკრეტული ადამიანისთვის შეთავაზებული მკურნალობა არის მიუღებელი. ჯანდაცვის საკითხები პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ადამიანი თვითგვემას და თვითდაზიანებას ეწევა, მას არ შეიძლება ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს.

„ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითგვემას აწარმოებს და გარკვეულწილად ამას თვითდაზიანებაც დავარქვათ, რადგან კონკრეტული ადამიანისთვის შეთავაზებული მკურნალობა არის მიუღებელი. ჯანდაცვის საკითხები პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი არ უნდა იყოს, ეს ექიმების საქმეა. ბიძინა ივანიშვილი არის ოპოზიციის შეტევის სამიზნე, ეს მუდმივად ასე იქნება და არ მოიშლება. რასაკვირველია, ამის გამო იკარგება ის პროექტი, როცა მთელი მთაწმინდის ფერდობი და ნარგავები უნდა შეიცვალოს მისი ორგანიზაციის ქველმოქმედებით და თბილისმა სუფთა ჰაერის ახალი ტალღა უნდა მიიღოს. ასევე ახორციელებს უშველებელ პროექტს სიმსივნის სამკურნალოდ. ეს არის მისი მთავარი ამოცანები და პროექტები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატის შესვლის საკითხს, ეს ბიძინა ივანიშვილის კომპეტენციის სფეროდანაც გადის და პოლიტიკაში არ მონაწილეობს. დიმიტრი ხუნდაძის ან დავით სერგეენკოს ციხეში შესვლა არის მხოლოდ ის თამაში, რომელსაც სააკაშვილი საზოგადოებას კარნახობს. რასაკვირველია, სერგეენკო და ხუნდაძე ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თუ ადამიანი თვითგვემას და თვითდაზიანებას ეწევა, რასაკვირველია, მას არ შეიძლება ჯანსაღი შესახედაობა ჰქონდეს, თუნდაც, როცა სასამართლოში მღერის, მხარდამჭერებს აჯანყებისკენ ან მასიური მღელვარების ორგანიზებისკენ მოუწოდებს. ეს არაჯანსაღად მიმაჩნია, მაგრამ პროფესიონალი არ ვარ, საკმაოდ ბევრი პროფესიონალია რომ მას შესაბამისი მკურნალობა გაუწიონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge