png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 05.05.2022
  • 22:40
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

საპროტესტო შეკრება მესამე პრეზიდენტის ოჯახის ორგანიზებით გაიმართა.

სააკაშვილის ოჯახის წევრების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება. ისინი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას და მის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნას ითხოვენ.

"აქ არიან რიგითი მოქალაქეები, მთავარია, რომ ტალღა აუცილებლად აგორდება და ჩვენ ვიხილავთ აუცილებლად მიშა სააკაშვილს ჯანმრთელს, რაც არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული", - ამბობს სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მეორე ძმის, დავით სააკაშვილის თქმით კი, "ვსაუბრობთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე, რასაც ჰქვია სიცოცხლის უფლება და ამაზე გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, შესაბამისად, გვინდა გავაგონოთ ხმა ჩვენს ხელისუფლებას".

აქციაზე ასევე იმყოფებოდა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა უნდა გადაუვადდეს.

"გადაიყვანონ რომელიმე ნორმალურ კლინიკაში, სადაც გაეწევა მკურნალობა, ასევე გადავადება მოხდეს. აქ არ არის გათავისუფლებაზე საუბარი, ამის შემთხვევები და პრეცედენტები არსებობს, იურიდიული ფორმაც მოძებნეს", - აღნიშნა ჩარკვიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შეუძლებელია, ციხის პირობებში სააკაშვილის გამოჯანმრთელება. როგორც მელიამ აღნიშნა, ხელისუფლებას მოუწევს, თვალი გაუსწოროს რეალობას და შეასრულოს ექიმების რეკომენდაცია, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში.

"პოსტტრავმული პროცესი არის ახლა, რომელიც გამოწვეული იყო არაადამიანური მოპყრობით, ამას ხაზი უნდა გაესვას და არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ არის სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. რადგან მთელი ამ თვეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. შეუძლებელია, ციხის პირობებში მისი გამოჯანმრთელება", – განაცხადა ნიკა მელიამ.

6 მაისს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს თბილისსა და ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამართავს. იგეგმება აქციის გამართვა სამეგრელოშიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge