png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

DRIFT PARTY 2022 / Gymkhana Edition-ის გამარჯვებულები

  • საზოგადოება
  • 09.05.2022
  • 16:40
DRIFT PARTY 2022 / Gymkhana Edition-ის გამარჯვებულები

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე DRIFT PARTY 2022 / Gymkhana Edition-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

შეჯიბრება ორ ნაწილად გაიმართა.

 

 

 

 

 

 

პირველ ეტაპზე მოყვარულმა მრბოლელებმა მიიღეს მონაწილეობა, მეორე ნაწილი კი საქართველოს ჩემპიონების ბრძოლას დაეთმო. შეჯიბრების პირველ ნაწილში თითოეულ მონაწილეს 2 გავლა ჰქონდა, საიდანაც 8 მრბოლელი შეირჩა. ნახევარფინალში თითო გარბენით 4 ფინალისტი გამოვლინდა. საფინალო გარბენში კი თენგო გოგილაშვილმა გაიმარჯვა, რომელსაც საჩუქრად, ფულადი ჯილდო, 5000 ლარი გადაეცა. მეორე და მესამე ადგილები ლაშა ბოსტაშვილმა და გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავეს, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები გადაეცათ.  

ღონისძიების მეორე ნაწილი, Drift Cars Vs. Legend Cars Vs. Rally Cars, საქართველოს ჩემპიონების შეჯიბრებას დაეთმო. ამ ეტაპზე სხვადასხვა დისციპლინიდან საქართველოს ექვსი ჩემპიონი მონაწილეობდა. 3 გუნდი ორ-ორი მრბოლელით დაკომპლექტდა, რომლებმაც ორი ჩათვლითი გარბენი გაიარეს. გაიმარჯვა დათა ქაჯაიასა და გიორგი ბეჟიტაშვილის გუნდმა. მათ ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს და საჩუქრად 1 ტონა საწვავი მიიღეს.

გუგა კირვალიძე, ორგანიზატორი: „დღევანდელ შეჯიბრებაში გავაერთიანეთ ავტომოყვარულები, ვისაც საქართველოში ეს სპორტი აინტერესებს. მონაწილეები გვყავდა როგორც წრიული რბოლიდან, ისე აღმართის დაძლევიდან, პროფესიონალი დრიფტიდან, მონაწილეობდნენ მოყვარულებიც. ყველას მივეცით საშუალება, დრიფტში საკუთარი უნარები გამოევლინათ. ვფიქრობ, ძალიან კარგი შეჯიბრება გამოვიდა და კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებულებს“.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე DRIFT PARTY 2022 „თეგეტა ჰოლდინგისა“ და ნავთობკომპანია „გალფის“ მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge