png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დავით უსუფაშვილი იაპონიის ზედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 23.02.2016
  • 14:09
დავით უსუფაშვილი იაპონიის ზედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

იაპონიის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტთან, მასააკი იამაძაკისთან გამართა.

მასააკი იამაძაკის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტოკიოში ვიზიტით იმყოფება. საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ საუბრისას, იაპონიის ზედა პალატის პრეზიდენტმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი განსაკუთრებით დროული და მნიშვნელოვანია. მასააკი იამაძაკიმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა და საქართველოს მიერ დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის განვითარებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს იაპონიასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  საქართველო დემოკრატიას ახლა აშენებს, დიდი ტრადიციების ქვეყანაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში.

შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. მასააკი იამაძაკის განცხადებით, იაპონია მხარს უჭერს  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

დავით უსუფაშვილმა იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, მასააკი იამაძაკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრებიან, რომელიც  2019 წელს იაპონიაში გაიმართება.

ტოკიოში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები-დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე ესწრებიან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე შედიან. საპარლამენტო დელეგაცია იაპონიაში ვიზიტს 24 თებერვალს დაასრულებს. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge