png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა შეზღუდა

  • მსოფლიო
  • 12.05.2022
  • 17:39
აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა შეზღუდა

აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის გზამკვლევი შეიმუშავა. იუწყება The Washington Post.

მისი ინფორმაციით, ახალი ინსტრუქცია მიღებულია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების შემდგომი გამწვავების თავიდან აცილების მიზნით.

დოკუმენტი ითვალისწინებს აკრძალვებს ორი ტიპის ინფორმაციაზე, რომელსაც აშშ-ის დაზვერვამ შესაძლოა უკრაინას გაუზიაროს. პირველი აკრძალვა ეხება ინფორმაციას, რომელიც უკრაინელ სამხედროებს დაეხმარებოდა რუსეთის უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლების ლიკვიდაციაში, მათ განეკუთვნება, მაგალითად, თავდაცვის მინიტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

The Washington Post-ის ინფორმაციით, მეორე შეზღუდვა ეხება ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, დაეხმაროს რუსულ ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული წესები დაწესდა საფრთხის გამო, რომ რუსეთმა აშშ, შესაძლოა, ამ თავდასხმების მონაწილედ მიიჩნიოს. ამის შესახებ გამოცემას ანონიმურობის დაცვით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აცნობა.

მანამდე ამერიკული მედია დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აშშ უკრაინას გადასცემდა ინფორმაციას, რომელიც მას რამდენიმე რუსი გენერლის განადგურებაში დაეხმარა, ასევე დაეხმარა კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვაში. პენტაგონში ეს ინფორმაციები არ დაადასტურეს.

ამჟამად აშშ რეალური დროის რეჟიმში უკრაინას გადასცემს ინფორმაციებს რუსული ჯარების მდებარეობისა და გაადაგილების შესახებ, მათ შორის სატელიტურ ფოტოებს. აშშ უკრაინას ასევე აწვდის სამხედრო ტექნიკას: მძიმე არტილერიას, უპილოტოებსა და ტანკსაწინააღმდგო რაკეტებს.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge