png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული“

  • ეკონომიკა
  • 23.02.2016
  • 16:35
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული“

 

„რამდენიმე დღეა, თვალყურს ვადევნებ პოლიტიკურ სპეკულაციებს. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, ეს იყო „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ“, თუმცა არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა კერძო საკუთრების დაცვა და ასევე მაქსიმალურად განკერძოება იმ ქონების, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს, ან გააჩნია კერძო სექტორს და ეს საკუთრება არ არის შესაბამისად რეგისტრირებული“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, კანონის შინაარსიც ეს იყო, მაგრამ ვინაიდან ამან წარმოშვა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმა, კანონის ამ რედაქციით განხილვა აღარ მოხდება. „კანონპროექტი თუ გამოსატანია, გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორის დამცველი და კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი. გუნდის შიგნით, პრაქტიკულად, შეთანხმებულია ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მოეხმარება ჩვენს გლეხებს იმაში, რომ დაარეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge