png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოში მეღორეობისა და ლორის წარმოების ახალი პროექტი იწყება

  • ეკონომიკა
  • 23.02.2016
  • 17:07
საქართველოში მეღორეობისა და ლორის წარმოების ახალი პროექტი იწყება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO)  საქართველოში მეღორეობისა და ტრადიციული შებოლილი ლორის წარმოების მხარდასაჭერად, რაჭა–ლეჩხუმში საპილოტე პროექტს იწყებს.

პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) მეშვეობით.

FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში რაჭა-ლეჩხუმში საღორე მეურნეობების მოდერნიზაციისა და შებოლილი ლორის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საგრანტო პროგრამას აცხადებს. ფინანსური დახმარება ხელმისაწვდომია ადგილობრივი ფერმერებისთვის და მოიცავს აღნიშნულ სფეროში ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ გადამზადებას. პროექტი ხორციელდება ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფის მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი არიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და ფერმერები.

ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა FAO-ს ანგარიშის საფუძველზე, რეგიონში სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების შეფასების შემდგომ, მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას სოფლის განვითარების პროცესში, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რესურსების შეთავაზებისა და წახალისების სქემას, სოფლის მეურნეობის, ეკოტურიზმისა და სხვა ტიპის ადგილობრივი ბიზნესის გასაძლიერებლად.

FAO-ს პროექტების მენეჯერის, ბექა ძაძამიას თქმით, რაჭა-ლეჩხუმში დარეგისტრირებული ყველა ფერმერს და კოოპერატივს შეუძლია განაცხადის შეტანა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. „ჩვენ მხედველობაში მივიღებთ ყველა განაცხადს; მეღორეობისა და ხორცის წარმოებაში გამოცდილების ქონა და მინიმუმ ორი ღორის ყოლა საკმარისი კრიტერიუმია მონაწილეობისთვის“.

მესაქონლეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი დარგია, განსაკუთრებით მაღალმთიან რაჭა-ლეჩხუმში. ადგილობრივ ფერმერებს საღორე მეურნეობების კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ და მათ მიერ წარმოებული შებოლილი ლორი კარგადაა ცნობილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად ამისა, საქონლის დაავადებების ამოხეთქვის მრავალჯერადი შემთხვევების (მაგ. აფრიკული ღორის გრიპი), მოძველებული ტექნიკისა და დრომოჭმული მიდგომების გამოყენების გამო, საქართველოში მეღორეობა დაბალი პროდუქტიულობით  ხასიათდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რაჭა-ლეჩხუმში ლორის წარმოებაზე.

ჯამბულ ჯუბაშვილი, ფერმერი რაჭიდან, უკვე გეგმავს საღორე მეურნეობის განახლების საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღებას. მან შეიძინა მიწა თავის სოფელში და ფინანსების მოძიების შემთხვევაში თანამედროვე მეღორეობის ფერმის აშენებას გეგმავს. „ეს მთელს სოფელში საუკეთესო ადგილია მეღორეობის ფერმისთვის; ირგვლივ უამრავი მუხის ხეა. აქ რკო, წაბლი და გარეული ვაშლი ბლომადაა, შესაბამისად ღორის ხორცს ეს ყოველივე უნიკალურ გემოს მატებს. ჩვენ ფინანსური და ტექნიკური რესურსების მოძიების პროცესში ვართ.“- ამბობს ბატონი ჯამბული.

კიდევ ერთი ფერმერი იმავე რეგიონიდან, თამაზ ნათემაძე, ეცდება FAO-ს გრანტის მოპოვებას, ლორის შებოლვისთვის აუცილებელი მოძველებული მოწყობილობების გასაახლებლად. ბატონი თამაზი ლორს საკუთარ ეზოში არსებულ ხის შენობაში 1998 წლიდან აწარმოებს. ის რესტორნებს ამარაგებს მიღებული ნაწარმით, როგორც რეგიონში, ასევე თბილისში. ნათემაძე შებოლილი ლორის წარმოების გაზრდას აპირებს და ეს შესაძლებელი გახდება თუ ის მოახერხებს ლორის შებოლვისთვის არსებული შენობისა და დანადგარების განახლებას და საკუთარი საწარმოს შესაბამისი დანადგარებით აღჭურვას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge