png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

აშშ უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას განიხილავს, რათა უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბლოკადა დაძლიოს

  • მსოფლიო
  • 19.05.2022
  • 23:27
აშშ უკრაინისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემას განიხილავს, რათა უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბლოკადა დაძლიოს

თეთრი სახლი უკრაინისთვის თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემაზე მუშაობს, რათა უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბლოკადა დაძლიოს.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს რამდენიმე წყაროს ცნობით, აქტიურად განიხილებოდა ორი ტიპის მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის  - Harpoon და Naval Strike Missile უკრაინისთვის  პირდაპირი მიწოდების ან ევროპელი მოკავშირის გზით გადაცემის საკითხი.

აპრილში ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიას Harpoon-ის სამხედრო რაკეტების გადაცემის თხოვნით მიმართა. ამ რაკეტების სროლის მანძილი თითქმის 300 კმ-ია.

მაგრამ სააგენტო აღნიშნავს, რომ არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელიც უკრაინას რაკეტების მიღების შესაძლებლობას არ აძლევს.

პირველყოვლისა, შეზღუდულია სანაპიროდან Harpoon-ის რაკეტების გაშვებისთვის პლატფორმის წვდომა.

ეს ტექნიკურად რთული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ძირითადად ეს რაკეტები საზღვაო ბაზირებისაა.

სააგენტოს წყაროების, ამერიკელი მაღაჩინოსნების განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს პოტენციურ გადაწყვეტილებაზე, მათ შორის ამერიკული ხომალდიდან გამშვები დანადგარის მოხსნაზე.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, შავი ზღის ოპერატიულ ზონაში ამ დროისათვის განლაგებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების 20-მდე ხომალდი, მათ შორის წყალქვეშა გემები.

წყაროების ცნობით, რამდენიმე ქვეყანა მზად იქნება უკრაინაში Harpoon-ის რაკეტები გაგზავნოს. მაგრამ არავის უნდა იყოს პირველი ან ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს, რადგან შიშობს რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომების გამო, თუ რუსულ გემს მათი არსენალის რაკეტა ჩაძირავს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ამჟამად ერთ-ერთი ქვეყანა ფიქრობს პირველი იყოს და განიხილავს უკრაინისთვის რაკეტის გადაცემის შესაძლებლობას.  

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, როგორც კი ეს „კარგად შეიარაღებული“ ქვეყანა რაკეტების გაგზავნას გადაწყვეტს, სხვებიც მის მაგალითს მიბაძავენ.

სხვა მხრივ, Naval Strike Missile-ს რაკეტა შესაძლებელია გაიშვას უკრაინის სანაპიროდან და გააჩნია 250 კმ-ის სროლის მანძილი. ამის გარდა, რაკეტის გაშვების სწავლებას 14 დღე დასჭირდება.

წყაროს ინფორმაციით, Naval Strike Missile ლოჯისტიკის თვალსაზრისით, ნაკლებად რთულად მიიჩნევა, ვიდრე Harpoon-ის რაკეტა, ამიტომ ნატო-ს მოკავშირეებს შეუძლიათ უკრაინას გადასცენ მობილური სახმელეთო გამშვები დანადგარები, რომლებიც მათ აქვთ, ქობინები კი ნორვეგიაშია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge