png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

NYT-მა ბუჩაში მოსახლეობის სიკვდილით დასჯის ახალი კადრები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა

  • მსოფლიო
  • 20.05.2022
  • 12:18
NYT-მა ბუჩაში მოსახლეობის სიკვდილით დასჯის ახალი კადრები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა

ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი მკვლელობების გამოძიების დეტალები, რომელიც  ახალ ვიდოკადრებსა და თვითმხილველთა ჩვენებებს შეიცავს.

როგორც პუბლიკაციის ავტორები წერენ, მათ შეძლეს სულ მცირე რვა მამაკაცის დახვრეტის ფაქტის დამტკიცება, მათი უმეტესობა ადგილობრივ ტერიტორიულ თვდაცვაში მუშაობდა, ისინი შეუიარაღებლები იყვნენ, როდესაც რუსმა სამხედროებმა დააკავეს და დახოცეს. გაზეთი აქვეყნებს სთვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, 4 მარტს რუს ჯარისკაცებს როგორ მიჰყავთ ცხრა ადამიანი. ამის შემდეგ ვიდეო წყდება.

მაგრამ სატელიტური ვიდეოსა და ფოტოების მეშვეობით, რომლებიც რუსების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ არის გადაღებული, ჟურნალისტებმა შეძლეს რამდენიმე მოკლულის იდენტიფიცირება და მოვლენების მსვლელობის აღდგენა.

ადგილობრივების დახვრეტის შესახებ New York Times-ს რვა თვითმხილველმა უამბო. მათ შორის ერთი მამაკაცი, რომელიც რუსებმა დახვრიტეს, ცოცხალი გადარჩა, რადგან ტყვიამ მას საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები არ დაუზიანა. მან თავი მკვდრად მოაჩვენა და ჯარისკაცების წასვლის შემდეგ გაიქცა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბუჩის დახვრეტილი მოსახლეობის უმეტესობა ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა მათ იარაღი არ ჰქონდათ და რუსეთის ძალების შეტევის დროს ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ.

მას შემდეგ რაც რუსმა ოკუპანტებმა ისინი იპოვეს, (ჟურნალისტების მონაცემებით რუსი ჯარისკაცები მედესანტეები იყვნენ), ცხრაკაციანი ჯგუფი დახვრიტეს.

ბუჩის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის პირველი კადრები აპრილის დასაწყისში გავრცელდა, მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა ქალაქი დატოვეს.

გათავისუფლებულ ტერიტორიაზე შესულ უკრაინელ სამხედროებსა და სამართლადმცელებს შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ. ქალაქებსა და სოფლებში რუსი ოკუპანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს. ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა დასახლებებში უკვე აღმოჩენილია 1 288  მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომელთა უმეტესობას აღენიშნება წამების კვალი. ცხედრები ნაპოვნია სარდაფებშიც, სადაც ოკუპანტები ადგილობრივებს აწამებდნენ და ხვრეტდნენ. დაფიქსირებულია ასეული გაუპატიურების შემთხვევა. რუსი სამხედროები აუპატიურებდნენ ქალებსა და მცირეწლოვან ბაშვებს.

მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, რუსეთი უარყოფს მისი სამხედროების მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და "დადგმულს" უწოდებს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ, ომის დანაშაულის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კიევის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge