png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გალტ & თაგარტის ახალი მაკრო პორტალი, რომელიც რეგიონის 12 ქვეყანას მოიცავს

  • ეკონომიკა
  • 24.02.2016
  • 11:45
გალტ & თაგარტის ახალი მაკრო პორტალი, რომელიც რეგიონის 12 ქვეყანას მოიცავს

გალტ & თაგარტმა განაცხადა ელექტრონული მაკრო პორტალის გაშვების შესახებ, რომელიც რეგიონის 12 ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მოიცავს. მაკრო პორტალზე თავმოყრილია საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, ყაზახეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები: მშპ, ინფლაცია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, მიმდინარე ანგარიში, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, ქვეყნის ბიუჯეტის და სხვა პარამეტრები (როგორც მიმდინარე მონაცემები, ისე წინა წლების სტატისტიკა). ასევე მოცემულია თითოეული ქვეყნის ეკონომიკის მოკლე მიმოხილვა.

„თანამედროვე მსოფლიოში, თითოეული ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებში და განსაკუთრებით მის სამეზობლოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული ინფორმირებულობა მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სწორედ აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა გალტ & თაგარტის მაკრო პორტალი, რომელიც არის ინფორმაციული პლატფორმა ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც ერთ გვერდზეა თავმოყრილი რეგიონის 12 ქვეყნის ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრი. მაკრო პორტალზე განთავსებული ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარება სხვადასხვა სექტორში მომუშავე კერძო კომპანიებს, ასევე რეგიონით დაინტერესებულ არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს,“ განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge