png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ლევან აბაშიძე დღეს 59 წლის გახდებოდა

  • საზოგადოება
  • 22.05.2022
  • 13:24
ლევან აბაშიძე დღეს 59 წლის გახდებოდა

მსახიობ ლევან აბაშიძეს დღეს  59 წელი შეუსრულდებოდა. ის 29 წლის ასაკში, 1992 წელს აფხაზეთის ომში ზემო ეშერასთან დაიღუპა. მსახიობმა ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე ქართულ კინოში 20-მდე როლის შესრულება მოასწრო.

როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ძალიან ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს ფილმიაო. ერთდროულად 3 ფილმში იღებდნენ. თუმცა, 5 სექტემბერს მეგობრებთან ერთად აფხაზეთში გაემგზავრა, 6 სექტემებერს დილით სოხუმში ჩავიდა, 7 სექტემბერს კი ეშერის მისადგომებთან დაიღუპა…

1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის  ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განასახიერა .ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984  წელს გიორგი შენგელაიას ფილმში "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ა. რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975 წ.), ტ. კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წ. კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990 წ.), ლ. ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986 წ.), გ. მგელაძის „ფესვები“ (1987 წ.), ტ. კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985 წ.), კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987 წ.) და სხვა.

ლევან აბაშიძეს დაუმთავრებელი დარჩა გიო მგელაძის ცნობილი ფილმი “არა, მეგობარო”, რომელიც რეჟისორმა მისი გარდაცვალების შემდეგ სუბიექტური კამერის საშუალებით დაამთავრა. ამ ფილმში ლევანს 1993 წელს კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პირველი პრემია მიენიჭა, ხოლო ობერ ჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

1987 წელს ახალგაზრდა მსახიობი ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში მარლონ ბრანდოს შეადარა. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძე მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე. ქართველმა რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ კი, ლევანს "ფრესკიდან გადმოსული" უწოდა.

ლევანი ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო თეკლა ბატონიშვილის შტოდან.

მსახიობი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge