png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თურქეთმა ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თავისი პირობები გაასაჯაროვა

  • მსოფლიო
  • 24.05.2022
  • 15:24
თურქეთმა ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თავისი პირობები გაასაჯაროვა

თურქეთმა ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თანხმობისთვის თავისი მოთხოვნები გაასაჯაროვა.

შესაბამისი კომუნიკე მთავრობის პრეს-სამსაურმა გამოაქვეყნა. მოთხონების პირველი პუნქტი წარმოადგენს კონკრეტულ გარანტიებს შვედეთისგან ქურთების ორგანიზაციებისა და გიულენის მომხრეების მიმართ, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. კერძოდ, ანკარა ითხოვს შეწყდეს მათი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა.

თურქეთი აცხადებს, რომ შვედეთი იარაღით ეხმარება ქურთულ პარტია PKK/PYD-ს, აწვდის დრონებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.

თურქეთი ასევე მოითხოვს მის მიმართ  შვედეთის ემბარგოს და სანქციების მოხსნას „თურქეთის ლეგიტიმური ქმედებების საპასუხოდ, რათა დაიცვას თავისი საერთაშორისო უფლებები ხმელთაშუა ზღვაში და დაიცვას სირიის საზღვრები“.

თურქეთის მოთხოვნის ბოლო პუნქტია - „გლობალური თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში“.

„ჩვენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულნი ვრჩებით, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ალიანსმა და კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ ტერორიზმთან ბრძოლაში, როგორც ისინი ამას აკეთებენ სხვა სფეროებში. ჩვენ ველით შვედეთისგან, რომელმაც განაცხადი შეიტანა, პრინციპულ ნაბიჯებსა და კონკრეტულ გარანტიებს უსაფრთხოების საკითხებში, რიმელიც თურქეთს აღელვებს“, - ნათქვამია კომუნიკეში.

თურქეთი ნატო-ს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების წინააღმდეგია. არაოფიციალურად ცნობილია, რომ ერდოღანი იმედოვნებს, რომ მიიღებს გარკვეულ დათმობებს შეერთებული შტატებისგან თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთის მიმართ რუსული С-400 შეძენაზე სანქციებთან დაკავშირებით.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge