png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ქართველი ხალხი იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი - "დროა" ევროკავშირს მიმართავს

  • პოლიტიკა
  • 24.05.2022
  • 19:24
ქართველი ხალხი იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი - "დროა" ევროკავშირს მიმართავს

პოლიტიკურმა პარტიამ "დროა" კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერებს წერილობით მიმართა.

წერილის ადრესატები არიან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი; ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა; ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი; ევროკომისარი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი; ევროპის პარლამენტის წევრები.

"დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ერის ფუნდამენტური არჩევანია. საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას მუდმივად აქვს საზოგადოების ფართო მხარდაჭერა - მოსახლეობის 80% განუხრელად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას.

ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის ნაცვლად, თავისუფლებისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანს ღიად ებრძვის რუსული აგრესიული რევიზიონიზმი, რადგან იგი არის ლიბერალური დემოკრატიისა და ღირებულებებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგი. საქართველოსა და უკრაინას წილად ხვდათ, ყოფილიყვნენ რუსეთის მიერ დაწყებული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომების პირველი მსხვერპლი 2008, 2014 და ახლახანს, 2022 წელს. გარდა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა, რუსეთი იყენებს

ჰიბრიდული ომის სხვა საშუალებებს სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობისთვის ძირის გამოსათხრელად და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის აღმოსაფხვრელად. ევროკავშირისა და ნატოს დახმარებით, საქართველომ გამოიმუშავა დემოკრატიული მმართველობის გასაძლიერებელი მექანიზმები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა. მოქალაქეები მოტივირებულნი არიან, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც გახდეს ამ ორგანიზაციების წევრი.

ევროკავშირის კარის გაღება ახლა, როდესაც უკრაინა და უკრაინელი ხალხი გმირულად იცავს ჩვენი თავისუფლების საერთო ღირებულებას, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეისთვის ხორცის შესასხმელად. მივიჩნევთ, რომ ევროპისთვის ამ ისტორიულ ეტაპზე ჩვენი ვალი და ვალდებულებაა, ხაზი გავუსვათ ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას ევროკავშირისა და იმ ღირებულებების მიმართ, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს.

როგორც პროდასავლური ოპოზიციური პარტია, ჩვენ მუდმივი ბრძოლის რეჟიმში ვპასუხობთ ჩვენი მთავრობის ავტორიტარულ ტენდენციებს. გვჯერა, რომ მთავრობის მხრიდან ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის დირექტორის დაკავება და კოორდინირებული თავდასხმა ევროპარლამენტარებსა და ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სულაც არ არის შემთხვევითობა. თუმცა, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააძლიერებდა დემოკრატიულ ძალებსა და დემოკრატიულ პროცესს და ასევე გააჩენდა ძლიერ ბერკეტს იმისთვის, რომ საქართველო არ იმსხვერპლოს რუსეთის აგრესიულმა ჰიბრიდულმა წნეხმა. ვინაიდან ევროკავშირის გაფართოებას განაპირობებს მკაცრი პირობითობა, ეს აიძულებს მთავრობას, გახდეს უფრო ანგარიშვალდებული და გაატაროს საჭირო რეფორმები ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის.

ქართველი ხალხი იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი, გარდა ამისა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შეუქცევადს გახდის ევროპულ მომავალს. ათწლეულების განმავლობაში, სწორედ დემოკრატიისთვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის გაიღო დიდი მსხვერპლი ქართველმა ხალხმა.

დღეს უკრაინის გმირულმა ბრძოლამ და სიმამაცემ ასოცირებული ტრიოსთვის გააღო ისტორიული კარი და მისცა შესაძლებლობა ბოლოს და ბოლოს გაერთიანდეს თავისუფალი ერების კავშირთან, განამტკიცოს საკუთარი უსაფრთხოება და შეიტანოს თავისი წვლილი ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეაში.

საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მსგავსი საფრთხეების წინაშე დგანან, რაც უკავშირდება რუსეთის მიზანს, შეზღუდოს მათი სუვერენული არჩევანი და ევროპული მომავლისკენ სწრაფვა. აქედან გამომდინარე, ასოცირებული ტრიოდან საქართველოს გამოყოფა საზიანო გზავნილი იქნება ქვეყნის ევროპულ ოჯახში კუთვნილების შესახებ.

ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინებთ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის ძალისხმევას ევროპული მომავლისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge