png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სკები გადაეცათ

  • ეკონომიკა
  • 24.02.2016
  • 12:44
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს სკები გადაეცათ

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 21 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 1694 სკა გადაეცა. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესწრებოდნენ.

პროგრამაში რეგისტრაცია კოოპერატივებმა დისტანციურად ვებ-გვერდის საშუალებით გაიარეს. მათ საშუალება ჰქონდათ აიერჩიათ მათთვის სასურველი სახეობის სკა ხის (რუტის ან/და დადანის) ან/და პენოპოლისტიროლის. სკებს ისინი თანადაფინანსებით ღირებულების 30 %-ად იღებენ.

ხის რუტისა და დადანის სკაში 120 ლარის ნაცვლად იხდიან 36 ლარს, ხოლო პენოპოლისტიროლის სკაში 260 ლარის ნაცვლად 78 ლარს;

პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული თაფლის მიკვლევადობის ამაღლებას,სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდას.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციას თბილისში ჩამოუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე დისტანციურად შეძლებენ.

იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ მოთხოვნებს ღირებულების 30%-ში გადაეცემათ მათთვის სასურველი ხის (რუტის ან/და დადანის) ან/და პენოპოლისტიროლის სახეობის სკები არაუმეტეს 100 ცალი, კოოპერატივს შეუძლია ასევე მოითხოვოს 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი)ან/და2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები.

მონაწილე კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ მოწყვლადი ჯგუფები(დევნილები, შშმპირები), ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ინვენტარის ღირებულების 20%-ში.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივს უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში შესამოწმებლად წარადგინოს მის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge