png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია - ამირან გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

  • საზოგადოება
  • 25.05.2022
  • 11:23
საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია - ამირან გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით ვრცელდება, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებისას. 

"ინფექცია ძირითადად კონცენტრირებული იყო აფრიკის ქვეყნებში. ახლა გვაქვს შემთხვევები, როდესაც დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებშიც. 100-მდე შემთხვევაა აღწერილი, სიკვდილი კი არ არის დაფიქსირებული. ყველაზე მეტი ესპანეთსა და პორტუგალიაშია გამოვლენილი. ინფექცია გადადის როგორც წვეთოვანი, ისე სქესობრივი გზით, დაბინძურებული საგნების შეხებით, ამიტომ არის რეკომენდებული ამ მიმართულებით რიგი პრევენციული ღონისძიებების დაცვა. 1980 წლებამდე დაბადებულებს, ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს. ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ აუცილებელია, შესაბამისი მიმართულებები გაძლიერდეს. ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ვაქვეყნებთ, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი „მაიმუნის ყვავილზე“. სამედიცინო ქსელში დაიგზავნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ყურადღება. ინფექციის პირველი ნიშანი არის ცხელება და გამონაყარი, ამიტომ აუცილებელია სხვა დაავადებებისგან იდენტიფიცირება. ე.წ. მოგზაურობის შეზღუდვაზე განგაშის საფუძველი არსად არის. ჩვენ მივყვებით ჯანმოს, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციებს. განგაშის სიგნალი ანთებული არ არის. საუბარია, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას ამ ვირუსზე. საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge