png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პროექტი -„სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი" მარტში დაიწყება

  • პოლიტიკა
  • 24.02.2016
  • 13:52
პროექტი -„სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი" მარტში დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით პროექტი -„სახელმწიფო მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი" მარტში დაიწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური დაპოლიტიკური დისკუსიების მოწყობა. 

ამ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, პროფესორები, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი განახორციელებს.

პროექტის დირექტორის, პროფესორ მამუკა ბერიაშვილის განცხადებით,  ეს არის განმანათლებლური  პროექტი და მიზნად ისახავს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი გაგების, აზრის ჩამოყალიბებას -ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რაც ჩვენ ჩაგვაყენებს ევროპული, თავისუფალი, კონსტიტუციური სახელომწიფოების რიგში.

11 თვის განმავლობაში პროექტის ფარგლებში იგეგმება წამყვანი უცხოელი პროფესორების მოწვევა, რომლებიც საჯარო ლექციების სერიებს ჩაატარებენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში დაპრეზიდენტის სასახლეში.

პროექტის დირექტორის მოადგილის ირინე გორგილაძის განცხადებით, ლექციები შეეხება დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობის, დემოკრატიის, კონსტიტუციური და სოციალური სახელმწიფოს,ადამიანის უფლებების აღიარების და რელიგიის ფილოსოფიის თემატიკას. ამ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება პანელდისკუსიები და ვორქშოპები რეგიონებშიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge