png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თქვენ გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე - დეკანოიძე ბრეგაძეს

  • პოლიტიკა
  • 27.05.2022
  • 23:02
თქვენ გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე - დეკანოიძე ბრეგაძეს

თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრი, გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე,, - ამის შესახებ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ.

"ღირსებაშემლახავი მოპყრობა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რეალურად, იყო ქვეყნისთვის დამამცირებელი მაშინ, როდესაც თქვენ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნეთ კადრები, რომელმაც მოიარა მთელი მსოფლიო და ამ კადრებს ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა მთელ მსოფლიოში.

აბა, წარმოიდგინეთ, საქართველოს სახელმწიფომ, რომელსაც აქვს პრეტენზია და გვაქვს პრეტენზია, რომ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, გვინდა ევროკავშირის წევრობა, ამ დროს აქვეყნებთ კადრებს, რომელიც რეალურად უთითებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ასე იმიტომ ექცევით, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილი ხართ. ამის შემდეგ თქვენ დაარღვიეთ პატიმრის შესახებ, პაციენტის შესახებ კანონი.

ასევე, თქვენ დაარღვიეთ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია და გამოაქვეყნეთ კადრები, გააუქმეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეთ და სამწუხაროდ, თქვენ, როგორც იუსტიციის მინისტრი, გახდით პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ღირსებაშემლახველი მოპყრობის ერთ-ერთი თანამონაწილე, თანაავტორი. როგორ ეპყრობით საქართველოს მესამე პრეზიდენტს და წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში არიან სხვა პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge