png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დიდია პრემიერის როლი ამ საქმეში - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე

  • საზოგადოება
  • 30.05.2022
  • 10:19
დიდია პრემიერის როლი ამ საქმეში - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე

პირველ რიგში, ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს. ემოციურად ეს ძალიან სასიხარულო დღეა, ფაქტია სასიხარულო. ისტორიულად ეს არის გაგრძელება ჩვენი წმინდა მიწაზე მოღვაწეობისა,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი რგოლი ამ ჯაჭვში, რომელიც საქართველოს აკავშირებს წმინდა მიწასთან.

"ამას ექნება ძალიან კეთილი გაგრძელება. სახლი, რომელიც აშენდება, იქნება წარმომადგენლობითი, რომელიც წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე საქართველოს, ქართველი სასულიერო პირების აქ მოღვაწეობას, იმ სასულიერო კერებს, რომელიც წმინდა მიწაზე არსებობდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელოვა ექნება, თავისთავად ამ სახლის არსებობას და შემდგომში, რასაც მოიტანს ამ სახლის აქ აშენება და ფუნქციონირება. 

შესანიშნავი ადგილია. არც ველოდი, ასეთი სილამაზე თუ იქნებოდა ზუსტად ამ ადგილზე. ვფიქრობ, რომ ყველასთვის იქნება ძალიან სასიხარულო და აქ მოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, დიდია პრემიერის როლი ამ საქმეში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი მარტივი თემა არ არის მიწის გადმოცემა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის და ბოლო პერიოდში, თუ გადავავლებთ თვალი ჩვენს ისტორიას, ტერიტორიებს უფრო ვკარგავდით, ვიდრე ვიმატებდით და დაე იყოს ეს საწინდარი იმის, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და ზოგადად, შევიძინოთ ის, რაც საბოლოო ჯამში სულიერ შედეგს მოგვიტანს", - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge