png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვინ, სად და როგორ გადანაწილდებიან - სამთავრობო ცვლილებები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე

  • პოლიტიკა
  • 24.02.2016
  • 14:41
ვინ, სად და როგორ გადანაწილდებიან - სამთავრობო ცვლილებები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე

საქართველოს მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო ცვლილებები მარტში განხორციელდება.

„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, ამჟამად მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. ცნობილია, ასევე ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შემცვლელი. კულუარული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პორტფელს  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს.

ჯერ-ჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ცვლილებები შს სამინისტროში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამ დრომდე თავს იკავებს მინისტრის პოსტის დაკავებისგან. თუმცა, აღნიშნული საკითხი ორიოდე თვის წინ, უკვე გადაწყვეტილად მიიჩნია თავად ბიძინა ივანიშვილმა.

სააგენტოს ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ივანიშვილის მითითებით, რამდენიმე პუნქტით უნდა გამყარდეს ლარის კურსი. სავარაუდო ნიშნულად, 1 აშშ დოლარი 2,25 ლარი განისაზღვრა. აღნიშნულის შედეგად მმართველი კოალიცია „ქადაგიძის ფაქტორზე“ დაიწყებს ყურადღების გამახვილებას.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნისას, მას მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებია, თუმცა გააკეთა განცხადება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გამორიცხცავდა მთავრობაში ცალკეულ ცვლილებებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge