png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სამოქალაქო სექტორმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა

  • პოლიტიკა
  • 31.05.2022
  • 21:39
სამოქალაქო სექტორმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა

დღეს, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, სამოქალაქო ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ეგიდით, ევროკავშირს ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდნენ და ევროკომისიის პრეზიდენტის სახელზე წერილი გადასცეს.

წერილის ავტორები ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავენ თხოვნით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს, რამეთუ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

ქართული საზოგადოების წარმომადგენლები გამოთქვამენ იმედს, რომ ივნისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს და ამ სამი ქვეყნის ისტორიაში ამით ახალი ეტაპი დაიწყება.

"ქალბატონო პრეზიდენტო,

ახლა, როდესაც ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის კანდიდატობის სტატუსს განიხილავს, საქართველოში, ყველა თაობის ადამიანი - ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით - იმედოვნებს, რომ განხილვის შედეგი კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს ევროკავშირს.

საქართველოს დემოკრატიისთვის და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის უკანასკნელი სამი დრამატული ათწლეულის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა, როგორც ქართველების მიერ საუკუნეების მანძილზე თანმიმდევრულად გამყარებული არჩევანი, ფართო საზოგადოებრივი თანხმობის საგანია. დღესაც, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, ლიდერს, ინსტიტუტსა თუ პოლიტიკურ პროგრამას, რადგან ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ სჯერა, რომ თავისი არსით და იდენტობით ევროპელები არიან და რომ მათი ქვეყნის ადგილი თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ ოჯახშია. დღეს, საფრთხეებითა და გაურკვევლობით აღსავსე ეპოქაში, როდესაც სრულიად ახალი სამყარო იბადება - სწორედ ევროპის იდეა, მისი მშვიდობის, დემოკრატიის, კეთილდღეობის და ყოველი მოქალაქის ღირსების გზა აერთიანებს ყველა ქართველს, განსხვავების და გამყოფი ხაზების მიუხედავად.

თითქმის 30 წლის მანძილზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუღალავად შეჰქონდა წვლილი და ხშირად, ლიდერის როლსაც ასრულებდა ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში. ეს ძალისხმევა ევროპული დემოკრატიული დღის წესრიგის ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს - დაწყებული სამოქალაქო უფლებების, გენდერული თანასწორობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის დაცვიდან დამთავრებული კორუფციასთან ბრძოლით. ამ მრავალმხრივი საქმიანობის წარმატების შესაფასებლად და მიზნების დასახვისას ჩვენ სწორედ ევროპულ გამოცდილებას და სტანდარტებს ვეყრდნობით. სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევაში ევროკავშირის დახმარება და მხარდაჭერა ყოველთვის გადამწყვეტი იყო და ყოველი მომდევნო წარმატებული ნაბიჯი - ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - ძლიერ მოტივაციას გვაძლევდა, რომ უფრო მეტი გაგვეკეთებინა. საქართველოში კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს დაუღალავი მუშაობა ქვეყნის ევროკავშირში წევრობის გზაზე წინსვლისთვის.

ამ წერილით, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” დამფუძნებლები მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ივნისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს და ამ სამი ქვეყნის ისტორიაში ამით ახალი ეტაპი დაიწყება".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge