png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რიმა ბერაძის შუამდგომლობით ჩუღურეთის მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესები დაურეგულირდება

  • საზოგადოება
  • 24.02.2016
  • 16:30
რიმა ბერაძის შუამდგომლობით ჩუღურეთის მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესები დაურეგულირდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე , ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგებელი და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად კლდიაშვილის და დოლიძის ქუჩების კვეთაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

აღნიშნულ კვეთაზე მოძრაობის წესების დარეგულირების თხოვნით მოსახლეობამ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს მიმართა. 
შეხვედრისას რიმა ბერაძეს და რაიონის ხელმძღვანელობას მაცხოვრებლებმა არსებული ვითარება დეტალურად გააცნეს და საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფით გამოწვეულ საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის მოგვარება შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტებთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. 
,,სწორედ ამ მიზნით ჩემს გვერდით იმყოფება ჩემი კოლეგა, საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე, რომელიც ამ დარგის ექსპერტია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ პროფესიონალებთან თანამშრომლობისთვის’’,-განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საკითხის არსში დეტალურად გარკვევისა და შესწავლის მიზნით, საკრებულოში შეხვედრა გაიმართება, სადაც სპეციალისტები პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge